Rail Sector Consulting Georgia Logo
Rail Sector Consulting Georgia

ჩვენი გუნდი

Bakar Getsadze

ბაქარ გეწაძე

უფროსი კონსულტანტი

ბაქარ გეწაძე არის სარკინიგზო ინდუსტრიის გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც სექტორში საქმიანობის 20 წლიანი გამოცდილება გააჩნია და ამჟამადაც იკავებს მაღალ მენეჯერულ თანამდებობას სარკინიგზო სექტორში და თავისი კარიერის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაზე წარმატებით ხელმძღვანელობდა სარკინიგზო ოპერაციების/ გადაზიდვითი პროცესების უსაფრთხოებას, პარალელურად იკავებდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ამჟამდ იგი ჩართულია ინფრასტრუქტურულ მიმართულებებში. იგი არის საქართველოს რკინიგზის უსაფრთხოების მართვის სისტემის (Safety Management System – SMS) ავტორი და შემსრულებელი. მისი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია სარკინიგზო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვასთან, რისკების მართვასთან და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება სარკინიგზო სფეროში, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის ინჟინერიის აკადემიური დოქტორი. მას გავლილი აქვს სპეციალიზებული სასწავლო და პროფესიული პროგრამები, როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებში, იგი ასევე არის პოლონეთში, „ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უმაღლესი სკოლის“ კურსდამთავრებული და მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი; საერთაშორისო გამოცდილებისა და აკადემიური ცოდნის შერწყმა მას საშუალებას აძლევს წარმატებით დანერგოს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა სარკინიგზო ინდუსტრიაში. მისი ექსპერტიზა მოიცავს სარკინიგზო ოპერაციების მართვას, უსაფრთხოების სისტემებს, რისკების შეფასებას, სტრატეგიულ დაგეგმვას, ორგანიზაციულ განვითარებასა და ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციას.

Anzor Babunashvili

ანზორ ბაბუნაშვილი

კონსულტანტი

ანზორ ბაბუნაშვილი არის საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებისა და ოპერაციული მართვის სფეროში თითქმის 50 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე მენეჯერი და დარგის პრაქტიკოსი, რომელმაც კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გადაზიდვითი პროცესების განვითარებაში, ოპერაციების ეფექტიან მართვასა და უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებაში. თითქმის სამი ათეული წელი ხელმძღვანელობდა სატვირთო გადაზიდვების მიმართულებას, სადაც მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა გადაზიდვითი პროცესების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოპერაციების კოორდინაციას, რესურსების ეფექტიან მართვასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას. ამასთანავე, სხვადასხვა ეტაპზე ხელმძღვანელობდა უსაფრთხოების მიმართულებას, განსაკუთრებული აქცენტით ოპერაციული უსაფრთხоების უზრუნველყოფაზე, რისკების პრევენციაზე, პროცესების კონტროლსა და უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებაზე. მისი პროფესიული საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა საიმედოობის, დისციპლინისა და მდგრადი განვითარების პრინციპებს. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო და მმართველობითი პოზიცია, რამაც ჩამოუყალიბა ფართო ხედვა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ოპერაციული, უსაფრთხოების ინტეგრირებული და კრიზისების მართვის მიმართულებით,

Tengiz Moniava

თენგიზ მონიავა

კონსულტანტი

თენგიზ მონიავა არის სარკინიგზო სექტორის გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც 21 წლიანი პრაქტიკული და მენეჯერული გამოცდილება გააჩნია. მან თავისი საქმიანობის პროფესიული კარიერის განმავლობაში ეტაპობრივად განვლო გზა ოპერატიული მიმართულებიდან უსაფრთხოების მართვის ხელმძღვანელ პოზიციამდე, იგი არის სატვირთო გადაზიდვების სპეციალისტი, გადაზიდვების მიმართულებით მას მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში. იგი გამოირჩევა მაღალი ოპერატიულობით, შედეგზე ორიენტირებული მართვის სტილითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით. მისი პროფესიული საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას, პროცესების უწყვეტ კონტროლსა და ოპერაციული შედეგების მიღწევას. აღნიშნული მიდგომის შედეგად, მას არაერთხელ აქვს მიღებული სპეციალური პროფესიული ჯილდოები მაღალი შედეგიანობისა და საქმიანობის განსაკუთრებული ეფექტიანობისთვის. მის პროფესიულ გამოცდილებაში შედის, როგორც საოპერაციო, ასევე სარევიზიო და რკინიგზის სადგურების მუშაობის მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა.

Zaza Paturashvili

ზაზა პატურაშვილი

კონსულტანტი

ზაზა პატურაშვილი წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო ინდუსტრიის გამოცდილ მენეჯერს, რომელსაც სექტორში საქმიანობის 35 წლიანი გამოცდილება გააჩნია, პროფესიული საქმიანობა კი მრავალფეროვანი პრაქტიკული და მმართველობითი გამოცდილებით არის გამორჩეული. საქართველოს რკინიგზაში იგი 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სავაგონო დეპარტამენტს, სადაც მისი პასუხისმგებლობის სფერო მოიცავდა სავაგონო მეურნეობის ეფექტიან მართვას, მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მზადყოფნის უზრუნველყოფას, საოპერაციო პროცესების კოორდინაციასა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლს. სავაგონო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე მისი ფუნქცია უკავშირდებოდა შემდეგ ძირითاد მიმართულებებს: • სავაგონო პარკის სტრატეგიული და ოპერაციული მართვა; • სავაგონო რესურსების ოპტიმალური განაწილება და გამოყენება; • ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის პროცესების დაგეგმვა; • ტვირთბრუნვის უწყვეტობისა და გადაზიდვითი პროცესების მხარდაჭერა; • ვაგონების ექსპლუატაციის უსაფრთხოების კონტროლი; • დეპოების, საოპერაციო და ტექნიკური ქვედანაყოფების კოორდინაცია; • ხარჯების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდა; • საერთაშორისო და რეგიონული პრაქტიკების გათვალისწინებით პროცესების გაუმჯობესება. ამჟამად ბატონი ზაზა იკავებს მაღალ მენეჯერულ პოზიციას საქართველოს რკინიგზის სარკინიგზო უსაფრთხოების აპარატში, სადაც მისი საქმიანობა მიმართულია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის, კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისა და ოპერაციული რისკების მართვისკენ. ასევე, იგი წარმოადგენს დსთ-ს მასშტაბით მოქმედი ექსპერტთა ჯგუფის წევრს, რაც ხაზს უსვამს მის პროფესიულ ავტორიტეტსა და საერთაშორისო პროფესიულ ჩართულობას სარკინიგზო სფეროში. მისი მრავალწლიანი გამოცდილება აერთიანებს მოძრავი შემადგენლობის მართვას, ტექნიკურ ექსპერტიზას, ოპერაციულ ეფექტიანობასა და უსაფრთხოების კულტურის განვითარებას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სარკინიგზო სისტემის მდგრად და უსაფრთხო ფუნქციონირებაში. იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის ინჟინერიის აკადემიური დოქტორი.

Tinatin Katsitadze

თინათინ კაციტაძე

იურისტი

თინათინ კაციტაძეს აქვს მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება სარკინიგზო და სატრანსპორტო სექტორის სამართლებრივ, სტრატეგიულ და მარეგულირებელ საკითხებში. ასევე მას აქვს სექტორში მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო სამართლისა და ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით. იგი იკავებდა საქართველოს რკინიგზის იურიდიული სამსახურის მთავარი კონსულტანტის პოზიციას და აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის სარკინიგზო სამართლის (EU Rail Acquis) საქართველოში დანერგვის პროცესში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (IFIs) თანამშრომლობასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სამართლებრივ მხარდაჭერაში. მისი პროფესიული პორტფოლიო, ასევე მოიცავს მუშაობას Deloitte/USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამაში, სადაც ის ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პოლიტიკის მრჩევლის პოზიიდან კურირებდა სექტორულ რეფორმებს და კოორდინაციას უწევდა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა გუნდებს. თინათინი არის იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრი და სერტიფიცირებული ადвოკატი. მას გავლილი აქვს არაერთი პროფესიული პროგრამა და სასწავლო ვიზიტები ევროპაში სარკინიგზო სექტორის მიმართულებით.